Friday, December 14, 2012

მულტფილმების როლი მოსმენის უნარის განვითარებისათვის


·         პროექტის სახელწოდებაროგორ ეხმარება  უცხოურ ენაზე  გადაღებული მულტფილმების ყურება  მოსმენის უნარ -ჩვევების განვითარებაში.
·         პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
·         პროექტის აქტუალობამოსწავლეებს უჭირთ უცხო ენაზე მოსმენილი საუბრის გაგება
·         პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ საუბარი უცხო ენაზე, კერძოდ  ინგლისურ ენაზე
·         მონაწილეთა ასაკი: 10 წლის
·         ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
·         მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიმეჩვევიანუცხო ენაზე  ჩაწერილი მასალების მოსმენას რაც  შესაბამისად დაეხმარება მოსმენის უნარის განვითარებაში და შესაბამისად ინგლისური ენის შესწავლაში
·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ულტფილმები ინგლისურ ენაზე, კომპიუტერი, პროექტორი.
·         პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები აირჩევენ მათთვის საყვარელ მულტფილმებს, რომლებიც ინგლისურ ენაზეა გახმოვანებული, ნახავენ რამოდენიმეჯერ, შემდეგ გადმოსცემენ იმას თუ რა გაიგეს მოსმენის შემდეგ,  აკეთებენ   ჩანაწერებს.  ამის შემდეგ უყურებენ მათთვის ნაკლებად პოპულარულ მულტფილმს იგივე რაოდენობით. კვლავ კეთდება  ჩანაწერები. მოსწავლეები  უკეთ  იგებენ და გადმოსცემენ   მათთვის საყვარელ  მულტფილმების პერსონაჟების საუბარს. შეასაბამისად  მოსწავლეთა  ინტერესების გათვალისწინებით,  მოტივაციის ამაღლება ხდება  და მოსმენის და გაგების ხარისხიც იზრდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ   მოსწავლეები უკვე  შეძლებენ  სხვადასხვა თემატიკის ჩანაწერების  მოსმენას და  უკეთ გაგებას. მოსწავლეები შეფასდებიან პროექტის შეფასების  რუბრიკით
·         საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა.
·         პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): დალი თეგეთაშვილი
·         ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
·         პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://tegetashvilidali.blogspot.com/